ივერიონი / ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საქართველოსთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილია.

"მხარს ვუჭერთ საქარველოს მცდელობებს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას და ვეხმარებით ევროკავშირთან მის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას. მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების ინსტრუმენტი იმ მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის სერიოზული პრობლემები აქვთ. აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების დამატება. საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარების ორი პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე. ეს დახმარება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2013 წლის აგვისტოში დაამტკიცეს. მაკროსაფინანსო დახმარების პირველი პროგრამა 46 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელდა 2009-2010 წლებში", - განაცხადა ევროკომისარმა.


28-01-2015, 12:07
უკან დაბრუნება