კომპანია "სენტას" ისტორის საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ხდებოდა საქართველოში წების განმავლობაში. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ "სენტას" ქართულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა.
პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების გარდა ეკონომიკური ექსპერტები ესწრებოდნენ.
"კომპანია "სენტას" შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, შეიძლება ითქვას, სრულად განხორციელდა. კომპანიას, რომელმაც ნოლიდან დაიწყო და სერიოზულ სიმაღლეებს მიაღწია, ყველაფერი წაართვეს, დაიჭირეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჭკუაზე ვერ წაიყვანეს და ასი კვადრატული მიწა 2 მლნ-ად აყიდვინეს. ახლა ეს ადამიანები თავისუფლები არიან. აკეთებენ ბიზნესს, კომპანია "სენტა" კი დაბრუნდა ბაზარზე და პროდუქცია გაიაფდა. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს, რომელიც წლების განმავლობაში დატერორებული იყო, ანალოგიური ფინალი ჰქონდეთ", - განაცხადა საგანელიძემ.