ივერიონი / სარფში ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა

სარფში ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა

 შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ"  სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მდებარე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაო დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილენ, გიორგი ამაშუკელმა, სააავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილეებმა, ირაკლი კუპრავამ და უჩა მამუჩაშვილმა დაათვალიერს.


ესტაკადის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 273 ათას ლარს შეადგენს. მის განხორციელებაზე დასაქმებული იყო 70 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრები.

28-01-2015, 16:16
უკან დაბრუნება