ივერიონი / სოსო ცინცაძე: წარმატება ყოველთვის რისკებითაა გაჯერებული!

სოსო ცინცაძე: წარმატება ყოველთვის რისკებითაა გაჯერებული!

"ნუ გექნებათ პრეტენზია, რომ რუსეთი და საქართველო ძმები და მეგობრები იქნებიან, თუმცა ეს პროექტი ნორმალური მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება", - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, სოსო ცინცაძემ "გლობალური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

ცინცაძის განცხადებით,  რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენის პროექტში საქართველოს ჩართვა ნორმალური მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება.

"აბსოლუტურად დაცული დღეს შვეიცარიის ბანკიც კი აღარ არის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც წარმატება ყოველთვის რისკებით არის გაჯერებული. თუ ჩვენ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური ინტელექტი ეყოფა, რომელიც ჩემი აზრით ნულოვან დონეზეა, ეს შესაძლებელია. უნდა დავსვათ საკითხი, მართლაც აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის სერიოზული დარეგულირება გადაწყვეტილი, თუ თავი იაპონელებზე ჭკვიანებად მიაჩნიათ, რომლებსაც გაცილებით დიდი ტერიტორიული დავები აქვთ რუსეთთან, თუმცა ეკონომიკურ ურთიერთობას მაინც ახერხებენ", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

აცინცაძე განმარტავს, რომ  ეს პროექტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა იქნება.

"ნუ გექნებათ პრეტენზია, რომ რუსეთი და საქართველო ძმები და მეგობრები იქნებიან, თუმცა ეს პროექტი ნორმალური მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი იქნება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენის პროექთში საქარტველოს ჩართვა ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს, განცხადება ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

აღნიშნულ განცხადებებს, რომლებიც დღეს "ჰოლიდეი ინნ"-ში, "გლობალური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს

 

 

 

 

28-01-2015, 16:46
უკან დაბრუნება