მარნეულის რაიონის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სოფელ აზისქენდის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა.
პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე, მარნეულის რაიონის სოფელ აზისქენდის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. პარტიის ლიდერის თქმით, მოსახლეობა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.
"სოფელს აქვს გზის პრობლემა. მარნეულიდან სოფლამდე მისასვლელი გზა არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში. მიუხედავად ხელისუფლების არაერთგზის დაპირებისა, პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება. საჭიროების შემთხვევაში, ცუდი გზის გამო, სოფლამდე ვერ მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლემაბ მოატყუა და ქართულმა ოცნებამ მათ არც ერთი დაპირება არ შუსრულა. ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, მივმართო საქართველოს მთავრობას და მოვითხოვოთ იმ პრობლემების მოგვარება რაც ამ ადამიანებს აწუხებთ. ჩვენს პარტიას სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მარტო საარჩევნოდ არ ახსენდებათ მოსახლეობა, ჩვენ ვიწყებთ რეგიონალურ ტურნეს, ჩავალთ საქართველოს ყველა რეგიონის ყველა სოფელში, გავეცნობით მოსახლეობის პრობლემას და ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ხალხის ინტერესები".