საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არსებულ მდგომარეობა "ქრონიკის" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება მიხვდა, რომ ხელისუფლება კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
"საზოგადოებამ ამ წლების განმავლობაში გაიგო თუ რა არის ხელისუფლება რის შემდეგაც მიხვდა, რომ ხელისუფლება კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ ამის მაქსიმალური გამოვლინება გვქონდა, თუ როგორ შეიძლება არაკონტროლირებადი ხელისუფლება მოექცეს საკუთარ ხალხს. ამის ნათელი გამოვლინება იყო "ნაციონალური მოძრაობა".
საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ საზოგადოება ვერ მოახერხებს ხელისუფლების კონტროლს, შეიძლება მიიღო ის, რაც ჩვენ მივიღეთ, "ნაციონალური მოძრაობა," რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა.
მთავარი ბერკეტი, რომ გყავდეს კარგი ხელისუფლება არის საზოგადოება, თუ საზოგადოება ვერ მოახერხებს ხელისუფლების კონტროლს ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. "- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.