ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: მეტი ფასი აქვს ჩემს იქ ყოფნას იქ, სადაც ვარ!

ბიძინა ივანიშვილი: მეტი ფასი აქვს ჩემს იქ ყოფნას იქ, სადაც ვარ!

პოლიტიკაში დაბრუნება იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზია "იმედთან" ისაუბრა. მისი თქმით პოლიტიკაში დაბრუნებას ის უკიდურეს შემთხვევაში განიხილავს.


"საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ კონტროლი ვერ მოახერხე შეიძლება მიღო ის, რაც მივიღეთ. ამ ჩვევების გამომუშავებას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ჩვენ თუ ავიღებთ განვითარებულ ევროპას და ამერიკასაც, ასე სწრაფად არასდროს ჩამოყალიბებულა ის, რაც ჩვენ გვინდა. მთავარი ბერკეტი, რომ გყავდეს კარგი მთავრობა, არის საზოგადოება, თუ საზოგადოება მოახერხებს კვალიფიცურ მართვას და კონტროლს, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდხანს დავრჩებოდი მთავრობაში, მით უფრო ცუდი იქნებოდა. ეს ჭარბი ნდობა სწორედ რომ მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რაც საჭიროა, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, პატრონი ამ ქვეყნის არის მთელი საზოგადოება და არა ვინმე კონკრეტული პირი. სწორედ ჩემი წამოსვლით, ის ჭარბი ნდობა მოვაშორე და საზოგადოებასვე დავუბრუნე, გავხდი საზოგადოების წევრი და საზოგადოებას მინდა მოვახმარო ეს ნდობა. აი ამიტომ შფოთავენ ზოგი პოლიტიკოსები. ივანიშვილმა როგორ თქვა და როგორ აკრიტიკებსო, რატომ ამბობსო და ა.შ.


ჩემი დაბრუნება არ იქნება სწორი. თუ ამის საჭიროება არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას, თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ეს საჭირო გახდეს. მეტი ფასი აქვს ჩემს იქ ყოფნას იქ, სადაც ახლა მე ვარ. ერთმა ექსპერტმა ასეც თქვა მას არ უყვარს პოლიტიკა და იმიტომ წავიდაო, მე საჯაროობაც არ მიყვარს, მაგრამ დასჭირდა ქვეყანას და დავბრუნდი ყველაზე რთულ დროს და დღეს რა მიშლის ხელს, როცა დღეს ეს უფრო ადვილია? მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არ დავაზიანო ის, რამაც დაიწყო კარგად განვითარება.

28-01-2015, 22:11
უკან დაბრუნება