ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ მთავრობაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის შეცვლის არანაირი აუცილებლობა არ დგას.
"ნახეთ როგორი ღირსეული და დროული იყო ჭიკაიძის გადადგომა. უკვე დაფუძნდა სხვა ღირებულებები, სხვანაირი მთავრობა მოვიდა. გაიხსენეთ ხვედელიძის გადადგომა, კირვალიძის გადადგომა გაიხსენეთ ჩემი პრემიერობის დროს. მთავრობამ გაიგო, რომ საზოგადოებას უნდა უსმინოს. სხვა სტანდარტების მთავრობაა დღეს. მე ვერ ვხედავ ვერავითარი აჟიოტაჟის საფუძველს, რაც მედიაში ისმის - ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს, ხან მთავრობის სხვა წევრებს, როგორ ახერხებენ მიკვირს, მსგავსი არავითარი წარმოდგენა არ გამაჩნია. მთავრობის შეცვლის აუცილებელობას ან მით უმეტეს, ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, ვერაფერს ვერ ვხედავ ამის მსგავსს". .