სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თებერვლის თვიდან დაიწყება.აღნიშნულზე ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა.
"სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება და როგორც მან თქვა და მეც ვიცი, რომ არის მზაობა, ეს არ არის მარტივი პროცესი. მე მესმის საზოგადოების კარგად, რომ ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ეს არ დაგვიანებულა ვიღაცის სუბიექტური მიზეზების გამო. ამისთვის იყო ფინანსები მოსაძიებელი, შესაბამისი სტრუქტურები შესაქმნელი და ა.შ. ეს პროცესი შეჩერებული არ იყო, მიდიოდა მდორედ, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არის მოლოდინში, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. ვნახოთ, თებერვალში პროცესი დაიწყება. ამას სჭირდება შესატყვისი თანხები, როგორც ვიცი, მინიმუმ, 1 მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არც თუ ისე ცოტაა. ეს პროცესიც გავლილია, ჩემთანაც მახსოვს, რომ იყოს შეკითხვები, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე." - განაცხადა ივანიშვილმა.