" მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ უკრაინაში, მეორე მხრიდან - ქართველები წავიდნენ და რუსეთის მხრიდან იომონ, არასწორია", - ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გააკეთა. ივანიშვილის თქმით, უკეთესი იქნება, ამ ტიპის მოწოდებების ავტორებმა უკრაინაში საკუთარი შვილები გაუშვან და საზოგადოებას მაგალითი მისცენ.
"ის, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს, ქართველებს ეძახის უკრაინაში საომარად, ზოგიერთმა ტელევიზიამ არასწორი მიმართულებით განავითარა. საკუთარ შვილებს მოუწოდონ, პირველ რიგში, ამ მომწოდებლებმა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველები წავიდნენ და უკრაინაში დაიხოცონ. ვისაც ამის განცდა აქვს, მოქალაქეებს და მათ რიცხვში, ჟურნალისტებსაც, საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ", - აცხადებს ივანიშვილი.