ივერიონი / თამაზ ჭეიშვილი: ბატონო ბიძინა, მოგვაცილეთ ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო ნაგავი და მერე გნებავთ სერიალები გადაიღეთ და გნებავთ შექსპირის ტრაგედიები დადგით!

თამაზ ჭეიშვილი: ბატონო ბიძინა, მოგვაცილეთ ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო ნაგავი და მერე გნებავთ სერიალები გადაიღეთ და გნებავთ შექსპირის ტრაგედიები დადგით!

ბატონო ბიძინა! როგორ გითხრათ, არ დამაკმაყოფილა თქვებმა გუშინდელმა გამოსვლამ „იმედზე“!

ჰოოო, არ დამაკმაყოფილა! უფრო მეტიც, საერთოდ დამაკარგვინა იმედი და ის ბოლო „ხავსიც“ გამომგლიჯა ხელიდან, ასე გააფთრებით რომ ვებღაუჭებოდი!

როგორ მომიბრუბდება ენა, რომ გისაყვედუროთ კაცს, ვინც პრაქტიკულად გადამარჩინეთ მეც და ჩემი ოჯახიც „მიხეილ პუჭურ ჰიტლერის“ ნეოფაშიზმისგან! ჩემი მეზობელი რობერტა ეძახის ასე „პუჭურ გიტლერ ეგ შენი მიშა სააკაშვილიიო“!... (არა და, რა ჩემი „სააკაშვილია“?...).

გადამარჩინეთ! თქვენი მოსვლით გადამარჩინეთ! სააკაშვილი გააგდეთ!კაცი,რომელმაც პუბლიცისტი და მწერალი დამასამარა „დამბლოკა“! როგორ მომიბრუნდება ენა და რა ნამუსით გითხრათ ამის მერე: თქვენ არ იყავით ბოლომდე გულწრფელი „იმედის“ ეთერში, ბატონო ბიძინა! არა და უნდა გითხრათ!

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩაში აღარ კლავენ უდანაშაულო ხალხს ზონდერები, თქვენზე დაბოღმილები ჩვენ გვემტერებიან - 25 წლით „გასროკილ“ საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ რომ „ჩაგისვაროთ“ საქმეებში, კვლავ აგრძელებენ „ჰიტლერობას“ ჩვენზე იძიებენ შურს, ისევ დაუცველ და უდანაშაულო ადამიანებს გვხოცავენ! შვილების საფლავზე გვაკლავენ განტევების ვაცებივით, ურჯულოებივით ირჯებიან! თქვენ კი ამ დროს „200 სერიიანი მხატვრული ფილმის“ გადაღებას გვპირდებით სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმზე! ეგ, მაშინ უნდა გაგეკეთებინათ, როცა მოხვედით! მაშინ უნდა ჩაგედოთ ინვესტიცია საინფორმაციო ომში! თქვენი და ჩვენი მტერი უნდა გემხილათ მსოფლიოს დასანახად და გასაგონად! თორემ სერიალები ისედაც არ აკლია ჩვენი ქვეყნის გატანჯულ მოსახლეობას! უყურებენ გაუთავებელ, ბრაზილიურ და თურქულ მელოდრამებს და დროებით გაურბიან ქვეყანაში გამეფებულ აუტანელ ყოფას!

დიახ, დაამარცხეთ სააკაშვილი,მაგრამ ინფორმაციულ ომში მოგიგოთ!
მიშამ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ თქვენ „შურისმაძიებელი ოლიგარქი“ იმიტომ მოხვედით,რომ „მართალი ოპოზიცია“ გაანადგუროთ! არა და დაიჯერეს ოკეანის გაღმა-გამოღმა და ხალხიც ხედავს ამას, ბატონო ბიძინა!

ხალხმა ისიც იცის, რომ ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები ბინძურ კომბინაციებში „გასვარა“ მიშამ და საქართველოდან „ოტკატები“ მისდიოდათ - რეგულარულად ღებულობდნენ დოლარებსა და ევროებში, კუთვნილი ხელფასივით!

ნუთუ ეს არავინ გითხრათ თქვენი გარემოცვიდან?როგორ არავინ გამოჩნდა „ქართულ ოცნებაში“, ხმა როგორ არ ამოიღო „ეკამ, მაყვალამ, კახამ, ლელამ“...?

აეტეხათ განგაში დალოცვილებს, გაეფრთხილებინეთ, ეთქვათ, ხმამაღლა,ყველას გასაგონად: ხალხნო,თანამებრძოლებო, სააკაშვილი გვამარცხებს! ინფორმაციულ ომში გვაშამათებს და მისახედია სასწრაფოდ ეს საქმე! მაგრამ, როგორ გეტყოდნენ, როგორ გაგიბედავბდნენ, ბოჩოლებივით „თქვენ ჯიქნებს სასოებით ბაგეებმიბჯენილები“? სად ეცალათ ამისთვის,საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით იყვნენ დაკავებულები!

ალბათ თქვენი ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრმა წამოიძახა - რას გვაბოლებ, ბიძო! ბნელაა ,ამის დედა ვატირე? ...ჰო, „სიბნელეზე გამახსენდა. ამ ბოლო დროს მართლა ბნელა! რა ხდება ყოველდღე ელექტროენერგიას რომ გვითიშავენ? „მიხეილ მტარვალის“ დროს 10 წუთითაც არ გათიშულა ელექტროენერგია! ან ეს რას ნიშნავს, მსოფლიოში ლამის მუქთად არიგებენ საწვავს და ჩვენი გაღორებული ბიზნესმენები ვერ გაძღენ, ვერ ელევიან „ბაქსებს“ და ევროებს - სამადლოდ აკლებენ „მათხოვრულ თეთრებს“ ბენზინს და დიზელს“! თქვენ კი ამბობთ გადასარევი მთავრობა გვყავსო!

ბიძინა ბატონო, დოლარმა ორ ლარს გადააჭარბა და ეს არაფერია? ეს არის „მუშა პროცესი“? საქონელი არ გაძვირდა სამაგიეროდო! რას ქვია არ გაძვირდა? გაძვირდა და მერე როგორ! ყველაფერი გაძვირდა პროდუქტიდან დაწყებული,სამშენებლო მასალით დამთავრებული! გამოდით, გაიარეთ ბაზარში, ელიავას ბაზრობაზე! შედით, სუპერმარკეტები დაათვალიერეთ და ნახავთ „როგორ არ გაძვირდა“! მართლა ბნელა, კაცო?... არა და რეალუეად ბნელა!

კულუარებიდან არ ვმართავ ქვეყანას, მარგველაშვილი გაბოლებთო! მარგველაშვილს ლამის პერსონალური ავტომობილი ჩამოართვით და იტყვის აბა რას იზამს!

ბატონო ბიძინა,მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და ვინ მეკითხება, „ბალი ათი შაურია“ თუ არა? ილიასი არ იყოს, ეს სტრიქონები „გულის ფხანაა და მეტი არაფერი“... კიდევ: „ფხანა ქეცმა იცისო“... შეიძლება მართლა დავქეციანდით და ვერ ვხვდებით!

ჰოდა, ჩემო „მკვლელო, ჩემო, მცველო, ჩემო ახლო მეზობელო“ (თქვენს მეზობლად ვცხოვრობ, მთაწმინდაზე) როგორც ერთხელ გამოჩნდით და მოხვედით, თავი „გაყავით პოლიტიკაში“ და „საქმენი საგმირონი“ ჩაიდინეთ, მერე ვეღარ „გაქაჩეთ“ და წახვედით, კეთილი ინებეთ,  მოგვაცილეთ ეს თქვენი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო „ნაგავი“ - მერე გნებავთ სერიალები გადაიღეთ და გნებავთ შექსპირის ტრაგედიები დადგით, ვინ მამაძაღლი გეტყვით რამეს?

პატივისცემით,
თამაზ ჭეიშვილი

29-01-2015, 10:56
უკან დაბრუნება