ივერიონი / დავით სერგეენკო: სამართლიანობის აღდგენა ფართო საკითხების ნაკრებია!

დავით სერგეენკო: სამართლიანობის აღდგენა ფართო საკითხების ნაკრებია!

სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ფართო საკითხების ნაკრებია.საქართველოს მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის დადებით შეფასებაზე თემის კომენტირებისას გააკეთა .

"სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ფართო საკითხების ნაკრებია. ის მოიცავს როგორც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, ასევე, თუკი ასეთი შემთხვევები იყო, პასუხისგებაში მიცემას. ეს კომპლექსური საკითხია და მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს. არცერთი ადამიანის, ორგანიზაციის და მთავრობის საქმიანობა იდეალური არაა და გამოწვევები ყოველთვის არსებობს, თუმცა ამოცანა ამ გამოწვევის ამოცნობა და მათი მართვაა", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

29-01-2015, 12:51
უკან დაბრუნება