როგორც პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ამ პროცესში კი საკადრო ცვლილებებიც მოხდება.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი სურათი მივიღოთ ადგილობრივ ორგანიზაციებში და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომელიც არის. ვართ რეორგანიზაციის პროცესში. ვაძლიერებთ ცენტრალურ რგოლს და რაიონულ ორგანიზაციებს. ვაყალიბებთ პარტიის ხედვას, იდეოლოგიას. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მოიცავს ჩვენი პარტიის გეგმები", - განაცახდა კობახიძემ.