ივერიონი / ნოდარ ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია

ნოდარ ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია

როგორც საქარტველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველოს ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურზე ზეგავლენა არ ჰქონია.



"მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და გამოვაქვეყნეთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია.
უნდა აღინიშნოს ძალიან ცალსახად, რომ ქართული ვალუტის პოზიციების დათმობა არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე არის ჩვენს მეზობელ და არა მარტო მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა ხადურმა.


29-01-2015, 13:04
უკან დაბრუნება