იმ დროს, როდესაც საგარეო კუთხით არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს საჯარო და კერძ სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განცხადება ამის შესახებ საქარტველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ნამდვილად ამ პირობებში, როდესაც გვაქვს საგარეო კუთხით არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელებს. ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. ფისკალური სტიმულირებით და სწორი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, დავაბალანსოთ ის საგარეო უარყოფითი ეფექტები, რომელიც გვაქვს და სახეზეა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.