რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართულებით, ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მოსკოვთან დაავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება.
"რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ე.წ. ხელშეკრულება დაიდო აფხაზეთთან, ანალოგიური შეთანხმების გაფორმება იგეგმება ცხინვალთანაც. შესაბამისად, აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან", - აღნიშნა ჯანელიძემ.