"ნაციონალური მოძრაობა" ცხრა წლის განმავლობაში საკუთარ მოსახლეობას ატერორებდა, რაც ხშირად ტერორისტულ აქტებში გამოიხატებოდა. იმედში შეჭრას სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ტერორისტულ აქტს, ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
"ნაციონალური მოძრაობა" არამარტო ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, არამედ, არაერთხელ მითქვამს, რომ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" იმ ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა როცა იყო ხელისუფლებაში, ეს იყო საკუთარი მოსახლეობის დატერორება, რაც ხშირად, სხვათაშორის, ტერორისტულ აქტებში გამოიხატებოდა; "იმედში" შეჭრას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ტერორისტულ აქტს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ. ასეთი ფაქტების ჩამოთვლა ათეულობით შემიძლია", - განაცხადა სოზარ სუბარმა და ამ ფაქტებს შორის აღნიშნა 2006 წლის იანვარში სამგორში, ქუჩაში ბიჭების დახვრეტა, ასევე ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეები.