როგორც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სტანდარტებში ჯდება.
"ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, რომ საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გვაქვს. ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს. ძალიან მცირეა ურთიერთობა სავაჭრო სფეროში. განახლდა სატრანსპორტო კომუნიკაციები. ასე რომ, საქართველო შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ყველანაირად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უწესებენ რუსეთს. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მათთან. ახლაც ალბათ გავივლით უახლოეს მომავალში და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, რაც პრინციპში ყველაზე ოპტიმალური და პრაგმატულია", - განაცხადა აბაშიძემ.