პარტია"მომავალი საქართველო"-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
"მინდა ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატო იმ პოზიციის მიმართ რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააჩნია,ივანიშვილს მიაჩნია რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და იგი არაფრის შეცვლას არ აპირებს, თავისი მორჩილი მთავრობის მეშვეობით, მან ლარის კურსის ვარდნაც ჩვეულებრივ მოვლენად შეაფასა,ასევე მას მიაჩნია რომ აქვს ჭარბი ავტორიტეტი და ამით აიხსნება ის გავლენა რომელსაც იგი ახდენს მთავრობის მუშაობაზე, ეს არის იმის აღიარება რომ მისი კარნახით მოქმედებს პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად მთავრობაც, ივანიშვილმა ცალსახად გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მათი წარმომადგენლები, ხოლო მას არაფერი უთქვამს ბოლო დროს საეჭვოდ მომრავლებულ არასამთავრობოებზე რომელთაც აშკარად რუსული ორიენტაცია აქვთ და შესაძლოა სახელმწიფოსთვის მავნებლურ საქმიანობასაც ეწეოდნენ, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი და ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება ეს არის მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი აქედან გამომდინარე იგი ამ ყველაფერთან დაკავსირებით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"- განაცხადა გიორგი ლაღიძემ.