მინსკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, გელა სახელაშვილს, თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ გადაწყვეტილება 28 იანვარს გამოაცხადა.
საქმე ეხება ადგილობრივი ავიაკომპანია "ბელავიას" თვითმფრინავის გატაცების მცდელობას, რომელიც ბელარუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში აღკვეთეს. თვითმფრინავი ქუთაისი-მინსკის რეისს ასრულებდა და ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა.
საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, მსჯავრდებულის დაცვას ჯერ კიდევ აქვს ვადა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ოჯახს, ისინი განაჩენით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ უფრო მკაცრ სასჯელს მოელოდნენ.