აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
"როდესაც ბატონი ივანიშვილი გამოდის, ის ყოველთვის გულახდილად საუბრობს და საინტერესო დისკუსიას იწვევს. საზოგადოებაში მნიშვნელოვანია დიალოგი. კრიტიკა აზრის თავისუფლების გამოხატვაა, რაც საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია, არასამთავრობო სექტორი. ბატონი ივანიშვილის მოსაზრებები ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისთვის" საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან", - აღნიშნა ნორლანდმა.