როგორც საქარტველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა, NATO-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება. მისივე თქმით, ამჟამად სასწავლო ცენტრისთვის ადგილის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
"ამჟამად მიმდინარეობს NATO-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება, ეს ცენტრი გაიხსნას", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.