"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა -აუცილებელია, პრეზიდენტმა კონსულტაციები გაიაროს ასეთი საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად", - ამის შესახებ იურისტმა მინდია უგრეხელიძემ გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.
"ძალიან ძნელი საპასუხოა, უნდა ჰქონდეს თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური წარსული. სიტყვა პოლიტიკის 200-მდე ახსნას ვიცნობ, გააჩნია, რა მნიშვნელობით ხმარობენ მას. ის შეიძლება სრულიად საპირისპიროს განმარტავდეს. აუცილებელია, პრეზიდენტმა კონსულტაციები გაიაროს ასეთი საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად", - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.