ევროკავშირმა რუსეთს მარტამდე დაწესებული სანქციები სექტებრამდე გაუგრძელა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მარიუპოლის დაბომბვის გამო მოწვეულ რიგგარეშე მინისტერიალზე მიიღეს.
"ერთ კვირაში მზად გვექნება შეთავაზება, რომ ეს სია კიდევ უფრო გაიზარდოს კონკრეტული გვარებითა და ორგანიზაციებით. ამ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 9 თებერვალს მიიღებს. ჩვენი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაო ნებისმიერი სახის მოქმედებისთვის, რათა მინსკის შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს," - განაცხადაევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ.