"მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი",- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
"მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე, გვექნება იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ჩვენ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი", - განაცხადა ქადაგიძემ.