ივერიონი / Human Rights Watch: 2014 წლის 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა

Human Rights Watch: 2014 წლის 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა

Human Rights Watch--მა 2014 წლის მოვლენების ანგარიშში საქართველოში ქალებზე ძალადობის შესახებ განაცხადა.


"მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით,  2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა.სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კვლავ გადაუჭრელი პრობლემა გოგონების ქორწინება ადრეულ ასაკში, რაც ხდება ან მშობლებს შორის შეთანხმებით, ან მოტაცების გზით. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი 10 ძროხის საფასურად მიჰყიდა 45 წლის მამაკაცს. 2014 წლის იანვარ-თებერვალში ომბუდსმენმა დააფიქსირა ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების სამი შემთხვევა და ადრეულ ასაკში ქორწინების 20-ზე მეტი შემთხვევა." - ნათქვამია

30-01-2015, 12:58
უკან დაბრუნება