საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის ნინო გოგუაძის შეფასებით, რუსეთთან სავაჭრო საკითხებზე დიალოგის შეჩერების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება "მისი პირადი შემოქმედებაა" .
"ჩემი აზრით, ეს თამარ ბერუჩაშვილის შემოქმედებაა. რაც არ უნდა ბევრი საკოორდინაციო უწყებები შეიქმნას, მაინც არის კომუნიკაციის პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ის რაც მან თქვა, მთავრობის გადაწყვეტილება არ არის. საზოგადოება გაიგებს, რომ ეს არის ბერუჩაშვილის პირადი აზრი. დიალოგი რუსეთთან შეჩერებული არ არის და ვთვლი, რომ ეს არც იგეგმება", - აცხადებს ნინო გოგუაძე.