ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: "ეს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა"

ნინო ბურჯანაძე: "ეს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა"

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი. ნინო ბურნაჯანძე საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც რუსეთ საქართველოს შორის ვაჭრობის შესახებ დიალოგი შეჩერებასა და ოსეთიში ვითარების შესაძლო დაძაბვას ეხება, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.


"თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აზრს ვერ აყალიბებს, ეს კიდევ მეორე პრობლემაა. თუმცა, მე ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ და მას აზრის ჩამოყალიბების პრობლემა ნამდვილად არა აქვს. ეს ის საკითხია, რომელზეც ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს კომენტარი და უნდა გვითხრას, რა ხდება ამასთან მიმართებაში. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფოს შეიძლება ხვალ კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს, ანდა ანექსიის საფრთხე დაემუქროს, ამ დროს გაწყვიტო დიალოგი, თანაც მაშინ, როდესაც პოროშენკოც კი პირდაპირ დიალოგზეა და დიალოგის რეჟიმშია რუსეთთან, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

30-01-2015, 17:04
უკან დაბრუნება