უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ, სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულების გაუქმება ერთი თვის განმავლობაში იგეგმება.
"ეს უდაოდ მისასალმებელი გადაწყვეტილება იქნება, ხოლო სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდადებულების გადაყვანა კი იგეგმება რუსთავის სასჯელაღსრულების # 6 დაწესებულებაში, რისთვისაც ჩატარებულა შესაბამისი სარემონტო სამუშაებიც უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულება ნამდვილად არ პასუხობს დადგენილ შესაბამის ელემენტარულ სტანდარტებსაც კი, რასაც ემატება სასმელი წყლის დეფიციტიც, წლეების უკან აღნიშნული საწესებულება შექმნილი იქნა შევარდნაძის მართველობის პერიოდში კონკრეტული პიროვნებების მოსათავსებლად, რის შემდგომ სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებას დღემდე არსებობა არ შეუწყვეტია"- აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.