ივერიონი / ზურაბ ტყემალაძე: ინფლაციის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული

ზურაბ ტყემალაძე: ინფლაციის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული

ვიდრე ლარის კურსი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უნდა მოხდეს ჩარევა, განცხადება ამის შესახებ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.


"გადაწყვეტილება ნამდვილად სწორია - ვიდრე კურსი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უნდა მოხდეს ჩარევა. ჩარევის მხრივ, ბუნებრივია, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დასახავს ღონისძიებებს. მოხდება ჩარევა, რათა მიმდინარე პროცესებმა ინფლაცია არ გამოიწვიოს, თუმცა, დღემდე ინფლაცია არ არის და ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

31-01-2015, 12:44
უკან დაბრუნება