"სითი პარკი" მოქალაქეებს ჩუმად და მიპარვით ისე აჯარიმებს, რომ ისინი ვერც კი იგებენ, რა ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.განცხადება ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატების" წევრმა შალვა ობგაიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამ მოთხოვნით ჩვენი ფრაქცია დღესვე მიმართავს თბილისის მერიას, რომ მან ჯარიმიდან თავის წილზე - თანხის 60% -ზე უარი თქვას, პარტნიორ "სითი პარკს" მოუწოდოს, გამოიჩინოს კეთილი ნება და უარი თქვას ძნელად ადმინისტრირებად და რთულად ამოღებად თანხებზე. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარდა მოქალაქეს, ის ძალაში ვერ შედის, ამიტომ ეს საქარე მინაში ჩარჭობილ ფურცლებზე გამოწერილი ჯარიმები არ არის ამოღებადი. ამ ნაწილში ფინანსური ამნისტია გამართლებულია. 90%- ზე მეტ საქარე მინაში გაკეთებულ ჯარიმას არავინ იხდის", - განაცხადა შალვა ობგაიძემ.