საქართველოს პროკურატურაში იქმნება დეპატრამენტი, რომელიც ჩამორთმეული ქონების საქმეებზე იქნება სპეცალიზებული, აღნიშნულზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, 2012 წლის არჩევნების შემდგომ უკანონოდ ქონების ჩამორთმევის 100-ზე მეტი საქმე უკვე გამოძიებულია.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქმნება დეპარტამენტი, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეებზე იქნება სპეციალიზებული. ამ საქმეთა გამოძიება 2012 წლის არჩევნების შემდგომ უკვე დაიწყო და 100-ზე მეტი ასეთი საქმე უკვე გამოძიებულია. თუმცა ამ საქმეთათვის შემდგომი მსვლელობის მიცემა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე ეს საკითხი დარეგულირდა და იმედი მაქვს, რომ ის საქმეები, რომლებიც უკვე გამოძიებულია, ლოგიკურ გაგრძელებას პოვებენ, ისინი კი, რომლებიც ჯერ გამოძიების პროცესშია,სწრაფი ტემპით იქნება გამოძიებული",- განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.