ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სულ მალე საზოგადოებას კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს გააცნობს, რომელიც მან ზუგდიდში მოიპოვა.
ზუგდიდში, ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაცია გაიმართა რომელსაც, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც ესწრებოდა.
"სკანდალური ჩანაწერები მომაქვს თბილისში, როგორ აგროვებდნენ ხელისუფლების დავალებით გამგებლები ხალხს აქციაზე მოსაყვანად ზუგდიდში, რათა ჩაეშალათ ბაჩოს წიგნის პრეზენტაცია. მთავარ როლში - გამგებლები"-წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.