საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ალტერნატიული აუდიტის პროექტი დაიხურა. შესაბამისად, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლება უწყდებათ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის N31 ბრძანებით, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში შეტანილია ცვლილება. კერძოდ: ამოღებულია კარი II პრიმა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების თაობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტი დახურულია.