"პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დებატები არ უნდა მოჰყვეს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს", განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
"ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტო და არაფერი არ გვაქვს სადებატო უშუალოდ პრეზიდენტთან. ის ისაუბრებს საკუთარ ხედვაზე და ჩვენ არ ვართ მისი კონკურენტები, რომ დებატებში შევიდეთ. როდესაც ჩვენ სხვა კონსტიტუცია გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ პრეზიდენტი გახლდათ პირევლი პირი, მმართველი პარტიისა, რა თქმა უნდა, მასთან დებატებში შესვლა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ეს დღეს იქნება",-განაცხადა ჩაფიძემ.