ივერიონი / დავით ზურაბიშვილ: "ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ"

დავით ზურაბიშვილ: "ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ"

არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

"ეს ანტიენჯეოშნიკური კამპანია 2030-ის დიადი ექსპერტების მონაწილეობით არის:

ა) უაღრესად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური';

ბ) ანტიდასავლური განწყობილებების გამღვივებელი და პრორუსულ-ფაშისტოიდური ჯგუფების ინტერესების შესაბამისი;

გ) უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი.

სხვა რა ვთქვა? ნოდარ დუმბაძის ცნობილი ეპიზოდი მახსენდება მხოლოდ, სანადიროდ წასული ილარიონი და ზურიკელა კურდღლის ნაცვლად საწყალ მურადას რომ შეიწირავენ და მერე ილიკო რომ დეპეშას გამოგზავნის: ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ.

2-02-2015, 16:17
უკან დაბრუნება