დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოქვეყნდა დასკვნის შინაარსი, რის შემდეგაც გაირკვა, რომ სკანდალურმა მოწმემ უკრაინიდან ალაპარაკება გადაწყვიტა ყოველივე ეს ყარაფალაში იური ვაზაგაშვილის აფეთქებას უკავშირდება.
"ჩემი ღრმა რწმენით, ამას უკავშირდებოდა, ვინაიდან სწორედ ამით იური ვაზაგაშვილი ხდებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ სიმბოლოდ. სწორედ ეს სიმბოლო ააფეთქეს. შესაძლოა, ეს სულაც არ შედიოდა იმ ადამიანთა გეგმებში, ვის გვარებსაც ღიად აცხადებდა აწ უკვე გარდაცვლილი, თუმცა, მეორე მხრივ, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნას შესაძლოა, ისეთი ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლია, რომ ეს ჯაჭვი ძალიან შორს და ზევითაც ასულიყო...
ფაქტია, რომ საქმის მასალებით გამოძიება წელშია გამართული, განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
"ამ ინფორმაციას არ ვფლობ და არც მინდა ვფლობდე. თუმცა ფაქტია, რომ საქმის მასალებით გამოძიება წელშია გამართული იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული გამოიკვეთოს. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება იყო. მინისტრები ასეთ დავალებებს არ იძლევიან. თუმცა, თვითონ სპეცოპერაციის ჩატარების ასეთი წესი, რომელიც ძალიან ჰგავდა სხვებისთვისაც გასათვალისწინებელ სადამსჯელო ოპერაციას, მით უმეტეს, რომ მოხდა ახლო მანძილიდან პირის ლიკვიდაცია, იძლევა იმის პერსპექტივას, რომ სახეზე მივიღოთ სისტემური დანაშაულის სრული სურათი", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.