საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი, მზად 20 თებერვლამდე უნდა იყოს, ხოლო მისი განხილვა და დამტკიცება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონზე მუშაობის პროცესში, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იქნება.