ივერიონი / ეკა ბესელია: "ე.წ კორტების საქმის პოლიტიზებაზე საუბარი არასერიოზულია"

ეკა ბესელია: "ე.წ კორტების საქმის პოლიტიზებაზე საუბარი არასერიოზულია"

საუბარი პროცესის პოლიტიზებაზე  ძალიან არასერიოზულია, რადგან ამ საქმის გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში დღის წესრიგში იდგა. განცხადება ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ყოფილი პოლიციელების პოლიტიკური ნიშნით დაკავებასთან და ე.წ კორტების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

 

 მისი თქმით, ე.წ კორტების საქმის გახსნას დადებითად აფასებენ.

"საუბარი პროცესის პოლიტიზებაზე არის ძალიან და ღრმად არასერიოზული. დიდი ხანია, ამ საქმის გამოძიების მოთხოვნა დგას ამ წესრიგში. ძალიან მიკვირს, ვინც ამბობს, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მიკვირს იმიტომ, რომ მთელი ეს წლები გვესმოდა კითხვა "რატომ არ არის გახსნილი ვაზაგაშვილის მკვლელობა",  - განაცხადა ეკა ბესელიამ.

3-02-2015, 11:50
უკან დაბრუნება