ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: "ეს უკვე მეტისმეტია"

სანდრო ბრეგაძე: "ეს უკვე მეტისმეტია"

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე დავით ზურაბიშვილის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

როგორც  დიასპორის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე აღნიშნავს, "არასამართლიანია, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის  მანდატით სარგებლობ და ამასთანავე მას ებრძვი".


"ეს უკვე მეტისმეტია. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი (რომელიც ძალიან საინტერესოა) ბატონი ზურაბიშვილის აზრით არის "უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი", მაშინ დატოვონ ბატონი ივანიშვილის ნაბოძები მანდატი და გააგრძელონ მოღვაწეობა. არასამართლიანია, როდესაც ბატონი ივანიშვილის მიერ ნაბოძები მანდატით სარგებლობ და ამასთანავე მას ებრძვი!!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

3-02-2015, 12:02
უკან დაბრუნება