ივერიონი / დავით ნარმანია: როგორც იქნა ე.წ კორტების საქმეს ნათელი მოეფინა

დავით ნარმანია: როგორც იქნა ე.წ კორტების საქმეს ნათელი მოეფინა

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია  ე.წ კორტეის საქმის გახსნას მიესალმბა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის  შემდეგ დაიწყო პროცესი, რამაც შედეგი მოგვცა.


"როგორც იქნა, ამ საქმეს ნათელი მოეფინა. საინტერესოა, რომ საქმე, რომელიც მიმდინარეობდა და გრძელდება, ასევე ბოლომდე იქნეს მიყვანილი. მათ ჰქონდათ რამდენიმე წელი იმისათვის, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ და ბოლომდე მიეყვანათ, თუმცა ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა და შესაბამისად, არ გააკეთეს. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ დაიწყო პროცესი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაჩქარდა, რამაც მოგვცა კიდეც შედეგი", - განაცხადა თბილისის მერმა.

3-02-2015, 12:43
უკან დაბრუნება