თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებებს იწყებს. EFTA შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს .
აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ბრიფინგზე ისაუბრებს.