" გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისულებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საოცარი ცინიზმით ჩადენილი მკვლელობა გამოიძიონ.
ბურჯანაძის თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კოჰაბიტაციითაა დაკავებული.
"მინდა, ვკითხო პრემიერს, რომელი გახმაურებული საქმე გამოიძია ახალმა ხელისუფლებამ? სამწუხაროდ, ხელისუფლება, როგორც ასე ვთქვათ კადრს მიღმა არსებული ბიძინა ივანიშვილის სახით, ასევე მოქმედი პრემიერი, როგორც ჩანს ვირტუალურ რეალობაში ცხოვრებენ. მე ნამდვილად ვერ ჩამოგითვლით, რომელი საქმე გამოიძიეს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ისინი არა სამართლიანობის აღდგენის პროცესით, არამედ კოჰაბიტაციით არიან გართულნი. ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე უმნიშვნელოვანესი იყო, უნდა ყოფილიყო საოცარი ცინიზმით ჩადენილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს საქმე გამოიძიონ, თუმცა, მე უკვე ვხედავ, რომ ეს საქმე გამოძიებული ვერ იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ.