ივერიონი / "სამართალდამცველთა დაცვის ლიგა" დიპლომატიურ კორპუსს არსებულ ვითარებას გააცნობს

"სამართალდამცველთა დაცვის ლიგა" დიპლომატიურ კორპუსს არსებულ ვითარებას გააცნობს

 როგორც "სამართალდამცველთა დაცვის  ლიგის" ხელმძღვანელმა, ზაზა ჭაიამ განაცხადა, რომ "სამართალდამცველთა  დაცვის ლიგა"  დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება, სადაც დიპლომატიურ კორპუსს  ყოფილი ძალოვანების დაკავებასთან დაკავშირებით  არსებულ ვითარებას გააცნობს.


ღაია აცხადებს, რომ  საქმე პოლიტკურად არის მოტივირებული.

"მათ წარვუდგენთ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებშიც ისინი სახელებს და გვარებს წინასწარ აცხადებდნენ იმ ადამიანებისა, ვინც უნდა დაეკავებინათ. დეპუტატებმა და პოლიტიკოსებმა საქმეს წინასწარ მისცეს კვალიფიკაცია, ეს დაკავებები ხელოვნურად შეკოწიწებული მტკიცებულებებით განხორციელდა. ჩვენებები რამდენიმე კრიმინალის მიერ არის მიცემული" - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

3-02-2015, 13:54
უკან დაბრუნება