ივერიონი / ვინ და რატომ იგონებს პოლიტიკურ ლეგენდებს?

ვინ და რატომ იგონებს პოლიტიკურ ლეგენდებს?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების დაკავებას პოლიტიზებულ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის სახელდახელოდ მოგონილი პოლიტიკური ლეგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ადამიანების თავიდან მოცილებას, რომლებიც ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.

"ეს არის აშკარად სახელდახელოდ მოგონებული პოლიტიკური ლეგენდა იმისათვის, რომ რაღაც მოეგონებინათ და ადამიანები, რომლებიც ნერვებს უშლიდნენ, დაეჭირათ, იმიტომ, რომ ყოველივე იმის დაჯერება, რაც მოვისმინეთ, დაუჯერებელიც გამოჩნდებოდა აქამდე და შეიძლება თავსაც იკავებდნენ. მოუნდათ, რომ ამ თემით ყურადღება გადაეტანათ სხვა თემებისგან," - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

3-02-2015, 14:25
უკან დაბრუნება