ივერიონი / გურამ დონაძე: ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს და ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს

გურამ დონაძე: ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს და ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს

„ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

 

"არანაირი გამოძიება გენერალურ პროკურატურაში არ მიდის. გამოძიება დასრულდა ზუსტად 2 წლის წინ. საქმე სასამართლოს 2013 წლის მაისში გადაეცა და დღემდე მხოლოდ 3 სხდომაა გამართული. რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. ეს არის ტყუილი – სასამართლოში არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, სასამართლოში განიხილება ჩვენი უფლებამოსილების გადამეტების საქმე და იარაღების იქ ყოფნა-არყოფნის საქმე. ის, რომ ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი", - განაცხადა გურამ დონაძემ.

 

3-02-2015, 23:37
უკან დაბრუნება