როგორც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, დღეს ისინი იური ვაზაგაშვილების საქმის გამომძიებლებს შეხვდებიან.
მისივე თქმით, დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნობა. დაცვის მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.