ივერიონი / ეკა ბესელია: "ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას"

ეკა ბესელია: "ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას"

არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება, ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას,  ასე შეაფასა გადაცემა "არჩევანში"   საქართველოს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ  გადაცემა "არჩევანში" 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამის, ლევან გაბუნიას გამოსვლა.

"თქვენს მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შეურაცხყოფილი, ნატკენი, როდესაც კიდევ ერთხელ ვისმენდით უმძიმეს განცხადებებს თქვენს მიერ მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ. არ ვიცი, მერამდენედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას, არ შეიძლება ყველაფერის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

4-02-2015, 11:22
უკან დაბრუნება