ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა

პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თავმჯდომარის გერბერტ ზალბერის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, განცხადება ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.


მინისტრი  "აპსნი პრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, აფხაზეთში ევროკავშირის წარმომადგენლობა გაიხსნას.

"ცალსახად მიმაჩნია, რომ ჩვენ, მაქსიმალურად, ხელი უნდა შევუწყოთ, მეტი ევროპა იყოს წარმოდგენილი როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ და ამისთვის არსებობს სპეციალიური სტრატეგია. აბსურდულია, ევროკავშირს ვედაოთ რაღაც საეჭვო განცხადებებზე, როცა მოქმედებები, ცალსახად მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ და მე ამაში, ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება. რაც არ უნდა გამეგო მე "აპსნი პრესიდან", ვიყავი მშვიდად, იმიტომ, რომ ვიცოდი, გამორიცხულია, ევროკავშირს შეეშალოს და სხვა ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

4-02-2015, 11:56
უკან დაბრუნება