ივერიონი / დაპირისპირება ირაკლი კაკაბაძესა და შოთა უტიაშვილს შორის

დაპირისპირება ირაკლი კაკაბაძესა და შოთა უტიაშვილს შორის

ირაკლი კაკაბაძემ შოთა უტიაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

"მკვლელები გარეთ, მათ შეუძლიათ ისევე დახოცონ ხალხი, როგორც ამას ფირცხალავა აკეთებდა"- ამ სიტყვებით დაუპირისპირდნენ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს ირაკლი კაკაბაძე, "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები.

 

კაკაბაძემ და მისმა თანამოაზრეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების შენობაში გამოჩენა ხმაურიანი და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააპროტესტეს და მათ "მკვლელები" დაუძახეს. სასამართლო სხდომა ამ ინციდენტის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა, ერთ-ერთია იმ 11 დაკავებულს შორის, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით არიან დაკავებულები. სასამართლო ამ წუთებში მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო.
 

4-02-2015, 12:43
უკან დაბრუნება